ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს.
"როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგმო, უშიშროების საბჭოში მისი წევრობა ავტომატურად უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა შარლ მიშელმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
When a permanent member of the United Nations Security Council starts an unprovoked and unjustifiable war, a war condemned by the UN General Assembly, its suspension from the Security Council should be automatic.#UNGA #UNGA77 pic.twitter.com/aJgt7DV5H1