კახა კალაძე - საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით გამოწვეულია მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.

"ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სამუშაოები დასრულდება. მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩები. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც გადაკეტილია. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და შემდეგი ეტაპი იქნება წერეთლის გამზირი და მომავალი წლისთვის ვაპირებთ ვაჟა-ფშაველას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს იწვევს საცობებს დღის განმავლობაში. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვან და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, რომელიც ამ ორ კონკრეტულ ქუჩაზეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები