ხელოვანმა დემურ ანთიამ საკუთარ ეზოში ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები გახსნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის ადმინისტრაციულ ერთულში მცხოვრებმა ხელოვანმა, ხალხური რეწვის ოსტატმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრმა დემურ ანთიამ საკუთარ ეზოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების, საქართველოს ეროვნული გმირების - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას ბიუსტები გახსნა.

"ამ მინდორს დღეიდან ეწოდება მეორე სიცოცხლე, მე აქ დიდი ხნის უნახავი მეგობრები შევყარე ერთად და დავახვედრე იმ პიროვნებების ბიუსტი, რომელთაც მივყვებოდით ჩვენ. აქ თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით არის შექმნილი. ჩემს ოჯახში შემოსულ სტუმარს ყოველთვის დაგვხდება მერაბი და ზვიადი. ბოლო გზაზე მე ისინი გამაცილებენ. სულ სხვა პასუხისმგებლობა გაუჩნდა ამ ოჯახს, პირადად მე, ბედნიერი ვარ თითოეული აქ მყოფი ადამიანის გამო, ჩხოროწყუელებმა მე პატივი დამდეს, მაღიარეს და მადლობა ყველას", - განაცხადა დემურ ანთიამ.

დემურ ანთია თვითნასწავლი ოსტატია, ის ბავშობიდან ამზადებს ხალხურ საკრავებს. მის მიერ დამზადებული ჩონგური და ფანდური ოქროს ფონდშია შეტანილი. ბოლო ხანებში სკულპტურაზე მუშაობს. 

მისი პირველი ნამუშევარი მერაბ კოსტავას ბიუსტია, რომელიც ახლა სოფელ ახუთის ცენტრში დგას. 

დემურ ანთიას 2018 წელს საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭა.

უახლესი ამბები