FT - დასავლეთი უკრაინაზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში საგანგებო გეგმებს ამუშავებს

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ავითარებენ საგანგებო გეგმებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატომურ თავდასხმას განახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ Financial Times წერს.

"ჩვენ პირდაპირ ვუთხარით კრემლს, ძალიან მაღალ დონეზე, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება დამღუპველი იქნებოდა რუსეთისთვის. შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უპასუხებენ და ჩვენ მკაფიოდ და კონკრეტულად განვაცხადეთ, რა მოყვება ამას", - განაცხადა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბირთვული საფრთხე უკრაინას კაპიტულაციას ან ტერიტორიის 20%-ის დათმობას აიძულებს, ან მის მოკავშირეებს დააშინებს, რომ არ დაეხმარონ უკრაინას, მაშინ ის ძალიან ცდება.

კიდევ ორმა სხვა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ბირთვული დარტყმა სავარაუდოდ, გამოიწვევს დასავლეთის სახელმწიფოების სამხედრო პასუხს რუსეთის დასასჯელად.

რიგი ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ თუ პუტინი ბირთვულ იარაღს მიმართავს, ყველაზე სავარაუდო სცენარი იქნება მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, რომელიც განკუთვნილია ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად.

ზოგიერთი სამხედრო ექსპერტის აზრით, პუტინი სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით დროის მოგებას შეეცდება, ვიდრე რეალურად გამოიყენებს. გარდა ამისა, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსული სამხედრო ძალების ცუდი კოორდინაცია იმაზე მეტყველებს, რომ ბირთვულმა დარტყმებმა შეიძლება არ შეცვალოს საომარი მოქმედებების შედეგი.

მსგავსი სიახლეები