მეუფე გრიგოლი - ჩვენი სურვილია, რომ ქვეყანა გაძლიერდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვინმე დაჩაგროს, არამედ იმისთვის, რომ მომხვდურს ღირსეულად დახვდეს

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში, ძალიან ძნელია გულგრილი დარჩე და შენს გრძნობას და გონებას არ შეეხოს ეს, -  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ქადაგების ბრძანა. 

მისი თქმით, ქვეყანა უნდა გაძლიერდეს, რომ ღირსეულად შეძლოს მომხვდურისგან საკუთარი მოქალაქეების დაცვა. 

"ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვინმე დაჩაგროს, არამედ იმისთვის, რომ მომხვდურს ღირსეულად დახვდეს და შეძლოს თავის დაცვა და თავისი მოქალაქეების დაცვა. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. ერთია, რაც ფილმები გვაქვს ნანახი, პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომის,  სხვადასხვა ისტორიული შეტაკებების შესახებ, მაგრამ მეორეა დღევანდელობაში რომ ხედავ, ძალიან ძნელია გულგრილი დარჩე და შენს გრძნობას და გონებას არ შეეხოს ეს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა საფრთხეებისას ჩვენი ქვეყანა დარჩეს ძლიერი სულიერად და ფიზიკურად, რომ სიბრძნე მოგანიჭოს ღმერთმა და ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღო“, - ბრძანა მეუფე გრიგოლმა. 

ქადაგებისას მეუფემ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის  შესახებ და მათ  შორის ბალანსის საჭიროებაზე ისაუბრა.

"სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხები ძალიან ფაქიზი თემაა. ამ ურთიერთობაში ხშირად  ძნელი ხდება ბალანსის დაცვა, რომ მათ ქვეყნისთვის და ხალხისთვის ნაყოფიერად ითანამშრომლონ.  ჩვენ ვხედავთ ხოლმე და ისტორიულადაც ვიცით, რომ ეს ბალანსი თუ დაირღვა,  ან ეკლესია ხდება სახელმწიფოს მძევალი, ან პირიქით. ეს ძალიან მოსაფრთხილებელია, რომ არ დადგეს შესაბამისად მძიმე შედეგები. არადა ბალანსის დარღვევის შემთხვევაში, შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში მძიმეა. 

ეკლესიის მიზანი არ არის ფიზიკურად მძლავრ ინსტიტუციად ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანებს მიმართავს მარცხნივ თუ მარჯვნივ, არამედ ეკლესიის ძლიერება იმაშია, რომ სასუფევლის გზაზე წარუძვეს ერს. ეკლესიას თავისი გამოკვეთილი ფუნქცია აქვს ადამიანის სულზე ზრუნვის.
დღეს ჩვენს ეკლესიას და სახელმწიფოს შორის არებობს საკონსტიტუციო ხელშეკრულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ეს არის ფორმატი, რომელშიც უნდა განვითარდეს ეს თანამშრომლობა, რომელმაც სიკეთე უნდა მოუტანოს ამ ქვეყნის მოქალაქეს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები