რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს. 

"წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მსხვერპლი გახდა ცხრა ადამიანი, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის ორი თანამშრომელი და ორი მასწავლებელი, ასევე ხუთი არასრულწლოვანი, არიან დაშავებულები. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მას შავი მაისური ეცვა ნაცისტური სიმბოლოებით. თან არანაირი საბუთი არ ჰქონდა, ყოფილა", - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი ორი იარაღით იყო შეიარაღებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები