საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებით ავტოტრანსპორტის და მათი შემადგენელი კომპონენტების ტიპები მტკიცდება

"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი აყალიბებს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული ბაზა ქვეყანაში უზრუნველყოფს ასოცირების შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებების და მათი შემადგენელი კომპონენტების წარმოებას და ტიპის დამტკიცებას.

პროექტით განისაზღვრება ახალი ტერმინები, როგორიცაა „ტიპის დამტკიცება“ და "მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი და ცალკეული ტექნიკური ერთეული“.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ გვენეტაძემ განაცხადა, რომ კანონს ასევე ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად, ავტოტრანსპორტის სააგენტო წარმოადგენს ტიპის დამტკიცებაზე უფლებამოსილ ორგანოს.

ამავე მუხლის შესაბამისად, ტიპის დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ხოლო ტიპის დამტკიცებასთან დაკავშირებით სააგენტოს ფუნქციების განსაზღვრა მოხდება მთავრობის ნორმატიული აქტით.

კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები