ნანუკა ჟორჟოლიანი - სადაც ესმოდათ, რომ მიშას აქტივობები შეიძლება, ყოფილიყო, ყველაფერს ჭრიდნენ

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ხელს უშლიდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობის დაგეგმვას. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში გადაწყვიტეს, საპროტესტო აქციით მოეთხოვათ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა. 

ჟორჟოლიანის თქმით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა პარტიის მხრიდან უნდა გაკეთებულიყო, რაც გულისხმობდა სცენის დადგმას, ტრანსპორტის უზრუნველყოფას, სხვა ტექნიკურ დეტალებს და ამ ყველაფრისთვის საჭირო ფინანსებს. 

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, აღმოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსებს და ხარჯვით ნაწილს განსაზღვრავს პეტრე ცისკარიშვილი, რომლისგანაც საბოლოო ჯამში აქციის "პოლიტიკურ დაფინანსებაზე“ უარი მიიღო.

"ამ ადამიანს აბარია პარტიის ფული, ის განსაზღვრავს ხარჯვით ნაწილს. რუსთავის ციხესთან შევხვდი. იქ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი გულშემატკივრებიც და არანამდვილებიც იყვნენ, ვუთხარი, რომ სცენა იყო საჭირო.

ეს ადამიანი აგრესიული გახდა - ჯერ დათვლილი რატომ არ მომიტანეო. იქვე ფიცარი ეგდო, მიმითითა, ეს საკმარისი არ არისო?! ამაზე რა რეაქცია მქონდა და რა ვუთხარი, ამას აქ არ ვიტყვი. თავიდან მითხრა, ჩვენ მეორე ფრონტი გვაქვსო, ვადამდელს ითხოვდნენ.

ბოლოს მითხრა, რომ პარტიაში დავილაპარაკებთო. საბედნიეროდ, ამ შეხვედრას მიშას ნამდვილი მხარდამჭერიც ესწრებოდა, რომელიც წავიდა პარტიაში და აუხსნა, რატომ იყო საჭირო აქციის ჩატარება და სწორედ ამ ადამიანის მონაწერი დამხვდა გამთენიის ხუთ საათზე, რომ პოლიტიკურ დაფინანსებაზე უარიაო. არ მოვყვები, კიდევ რაზე იყო უარი.

ეს ადამიანი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მიშას შექმნილი. მითხრა, რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არისო. ახლა ჩვენი პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნებიაო“,  - განაცხადა  ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

ნანუკა ჟორჟოლიანმა ლევან ხაბეიშვილის შესახებაც ისაუბრა. 

"სადაც ესმოდათ, რომ მიშას აქტივობები შეიძლება, ყოფილიყო, ყველაფერს ჭრიდნენ. როგორც კი სადღაც იგებდნენ, რომ მიშასთან შეიძლება, რაღაცა გაფაჩუნებულიყო, ყველაფერი იჭრებოდა, ფინანსებიც, ლოჯისტიკაც, პარტაქტივი გვჭირდებოდა, ისიც იჭრებოდა. არაფერი არ იყო საერთოდ ჩვენს ირგვლივ. მიშა თუ სადღაც უნდა ყოფილიყო აქტუალური, ირგვლივ ყველაფერი კვდებოდა. სააკაშვილმა მითხრა, პარტიიდან დაუკავშირდი ლევან ხაბეიშვილსო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, ხაბეს დღესაც აქვს ურთიერთობა მიშასთან, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ ერთი შეხვედრა გვქონდა, რაღაცები უნდა მოგვექოქა, მეორე შეხვედრა გვქონდა და ხაბე დავკარგე. შემდეგ გავარკვიე, რომ ხაბეს გაუკეთებია საგამოძიებო ორგანიზაცია და ამ საგამოძიებო ორგანიზაციიდან ებრძვის ბიძინას“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები