უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 58 150 (+400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.09-მდე: ტანკები - 2 312 (+6), ჯავშანტექნიკა - 4 889 (+8), საარტილერიო სისტემები - 1381 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 331 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 175 (+0), თვითმფრინავი - 262 (+2), ვერტმფრენები - 224 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 989 (+12), ფრთოსანი რაკეტები - 242 (+1). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 742 (+12), სპეციალური ტექნიკა - 131 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.