ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დღეს აქცია გაიმართება

ლარსის მიმართულებით რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეების კოლონა უკვე დაიძრა.  

საპროტესტო ღონისძიებაში ქართველებთან ერთად  უკრაინელებიც მონაწილეობენ. 

როგორც ისინი აცხადებენ,  საქართველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა ჩაიკეტოს.

"დროას" წევრის გიგა ლემონჯავას განცხადებით,  გამორიცხული არ არის ქვეყანაში ისეთი პირებიც შემოდიოდნენ, ვინც აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. 

"ჩვენ მიგვაჩნია,  რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ჩაკეტილი, იმიტომ რომ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოდიან სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც, შესაძლოა, მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული 2008 წელს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში“,-  განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

აქცია ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 15:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები