დაბა წაღვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერს იოსებ მღებრიშვილის სახელი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით დაბა წაღვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერს იოსებ მღებრიშვილის სახელი მიენიჭა.

სკვერის გახსნაზე იმყოფებოდნენ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები, სოსო მღებრიშვილი ოჯახის წევრები, მეგობრები და სამოქალაქო საზოგადოება.

იოსებ მღებრიშვილი დაიბადა 1953 წლის 18 აპრილს დაბა წაღვერში. 1992 წელს, აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, აქტიურად ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ის იყო ათეულის მეთაური. თავის თანამებრძოლებთან ერთად არაერთ თავგანწირულ შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა. 

დაიღუპა 1992 წლის დეკემბერში, გაგრის დაცვის დროს, არტილერიის დაბომბვისას.

იოსებ მღებრიშვილს ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა.

უახლესი ამბები