გიორგი ვაშაძე - ეს არის გზა, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოზე თავდასხმა

საქართველოს უსაფრთოებისთვის სამი რამ სჭირდება - ჰაიმარსები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "პატრიოტი“ და  "აბრაამსის“ ტანკები,  - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით, "ქართულ ოცნებას“ ნატო-ს წარმომადგენლობასთან ეს საკითხი არასდროს დაუსვამს. 

"საქართველოს უსაფრთხოებისთვის ახლა სჭირდება სამი რამ - ჰაიმარსები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა "პატრიოტი“  და "აბრაამსის“ ტანკები.  ნატო-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრორუსულ "ქართულ ოცნებას“ არსად ეს მოთხოვნა არ წამოუყენებია. ჩვენ,  ოპოზიციამ ეს საკითხი დავაყენეთ.  ჩვენ,  "სტრატეგია აღმაშენებელმა“ აშშ-შიც ვისაუბრეთ ამის შესახებ.  ეს არის გზა, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოზე თავდასხმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

დეპუტატის  განცხადებით, მოხარული იქნება, თუ ამ შეიარაღებას საქართველო თუნდაც "ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიიღებს. 

"ახლაც რომ გადმოგვცენ, მე ძალიან გამიხარდება და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. "ქართული ოცნება“ მალე აღარ იქნება ხელისუფლებაში, როგორც კი ჩვენ მას პროევროპელობის ქურქს გავხდით და ხალხი საბოლოოდ დაინახავს, რომ ეს არის პრორუსული პოლიტიკური ძალა, საბოლოდ დასრულდება მათი მმართველობა. ამ დროისთვის არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისათვის “, - განაცხადა ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ყველა ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. 

"რაც  შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, კარგად ხედავს ყველა,  რომ "ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს. ეს მათი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენი პოზიციაა ცალსახაა, ჩვენ დღეს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო არ გვაქვს. გუშინ ავსტრიელებთან გვქონდა შეხვედრა, ევროკავშირის კომისიის წარმომადგენლებთან, ასე რომ, მალე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუციაც, ღიად დავინახავთ ამ ყველაფერს ასახულს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები