პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებას უნდა გაიყვანოს მარიონეტი სახალხო დამცველად

ხელისუფლებას უნდა გაიყვანოს მარიონეტი სახალხო დამცველად, -  ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" პრეტენზია სახალხო დამცველობის წარმოდგენილ კანდიდატებთან უსაფუძვლო და აზრს მოკლებულია. 

"უცხოპლანეტელს თუ ჩამოიყვანენ, თორემ თუ ადამიანი აზროვნებს, ყველას ექნება გაკეთებული განცხადება   ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან და იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რასაც წლების მანძილზე ჩადიოდნენ.  ჟურნალისტებს რომ ცემდნენ, იმაზე რომ ადამიანს განცხადება არ აქვს გაკეთებული, ის როგორ შეიძლება სახალხო დამცველად იყოს? იმას რომ ხედავდნენ,  სიძულვილის ჯგუფები ხალხს არბევდნენ ქუჩაში, ამაზე თუ განცხადება არ აქვს გაკეთებული ადამიანს და ხელისუფლება არ გააკრიტიკა, როგორ შეიძლება ისეთი  ადამიანი იყოს სახალხო დამცველი?! ხელისუფლებას უნდა გაიყვანოს მარიონეტი სახალხო დამცველად“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

"ქართული ოცნება“ არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატებს ბრალს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში სდებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები