სოფელ ზედა საზანოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

სოფელ ზედა საზანოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, საკრებულო თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ზედა საზანოში იმყოფებოდნენ, სადაც ახლადაშენებული საბავშვო ბაღი ადგილზე  დაათვალიერეს, აღსაზღდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარამტებული წელი უსურვეს.

"სოფელ ზედა საზანოში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორცხიელდა, აშენდა 100-მდე აღსაზრდელზე გათვლილი, ორსართული საბავშვო ბაღი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის. მომავალი თაობა სკოლამდელი განათლების მიღებას კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ადმინისტრაციის, ბავშთა სათამაშო, საძინებელი და სასადილო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები, ასევე აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, სადაც განთავსებულია გასართობი ატრაქციონების კუთხე. შენობა  ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, განხორციელდა, რომლის ღირებულება 944 000 ლარია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში 6 საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე ქალაქ თერჯოლის მე-3 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ღონისძიებას მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგბერაშვილი, საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ბიუროს წარმომადგენელი, ზვიად გვადიბაძე, ასევე ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

უახლესი ამბები