პიტერ სტანო - ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ჩასვლას აფხაზეთში

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"ევროკავშირი მკაცრად ვგმობთ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს აფხაზეთში, სეპარატისტულ რეგიონში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ლუკაშენკოს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა. ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც არის აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. 

შემიძლია, დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა სტანომ.

ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები