თიბისის ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოა - Global Finance-ის აღიარება

თიბისის ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოა - გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემამ Global Finance, თიბისის ციფრული ბანკი ბიზნესისთვის მსოფლიოში საუკეთესოდ უკვე მეორედ აღიარა. კონკურსის შედეგები „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“ 23-ე ცერემონიაზე გამოაქვეყნდა.

“ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოდ დაგვასახელეს. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის დასტურია.  თიბისისთან ერთად Global Finance-ის კონკურსში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ საერთაშორისო დონეზე ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის განსაკუთრებით საამაყოა”, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

“პანდემიამ ბანკების გაციფრულების პროცესი დააჩქარა. ჩვენ ვხედავთ, რამდენად სწრაფად ვითარდება ციფრული სერვისები საფინანსო სფეროში.  ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც საუკეთესო და გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დანერგეს,  ჩვენ მიერ შეფასდა, როგორც Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკები 2022 წელს,” - აცხადებს ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.

2022 წელს, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებული აღიარება - ჯამში 11 ჯილდო მოიპოვა. 

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს ფინანსური ინსტიტუციები. უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.

მსგავსი სიახლეები