გონჩარენკო - უკრაინას არ მიუმართავს საქართველოსთვის, მიეღო რუსეთის მოქალაქეები, ქვეყნებმა, რომლებიც გვეხმარებიან, საზღვრები ჩაკეტეს

უკრაინას არ მიუმართავს საქართველოსთვის, მიეღო რუსეთის მოქალაქეები,  - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა. 

მისი თქმით,  იმ ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტეს. 

"უკრაინას არ მიუმართავს საქართველოსთვის, მიეღო რუსეთის მოქალაქეები, რომ მობილიზაციას გაქცეოდნენ.  ამიტომ  საქართველოს მთავრობა, ჯობია, ფარად ნუ აიფარებს უკრაინას. თუ სურთ და ბოლოს და ბოლოს გაუჩნდათ სურვილი, უკრაინას დაეხმარონ,  მე გეტყვით, რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ - სანქციები უნდა შემოიღოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რაც სამწუხაროდ,  აქამდე არ გაუკეთებია. ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება იარაღით, გვესმის, რომ საქართველოს ბევრი იარაღი არ აქვს, მაგრამ რაღაც რაოდენობით აქვს...

ის ქვეყნები,  რომლებიც გვეხმარებიან, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ ჩაკეტეს საზღვარი რუსეთთან. არავინ ეუბნება მათ,  მოდით, უკრაინის გამო  გახსენით საზღვრები და შემოუშვით ეს ხალხი. უკრაინა ასეთ რამეს არავის თხოვს“,- განაცხადა გონჩარენკომ  ტვ "პირველთან". 

მისი თქმით, იმ ასეულ ათასობით რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ქვეყნიდან გარბის,  უმჯობესი იყო პუტინის რეჟიმი გაეპროტესტებინა. 

"ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაიკეტოს საზღვარი, არის ის,  რომ ეს ხალხი, შეიძლება,  აღარ გაიქცეს და საპროტესტო მანიფესტაციაზე გამოვიდეს. ასობით ათასი ადამიანი რომ გამოვიდეს, ვერანაირი ძალოვნები ვეღარ დაარბევენ. იქნებ ეყოთ გაქცევა და იმ მონსტრს, რომელიც თვითონ გამოზარდეს პუტინის რეჟიმის სახით, თვითონ მიხედონ“, - განაცხადა გონჩარენკომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები