გიორგი მარგველაშვილი - მსოფლიოს მეორე არმია, როგორც ის თავის თავს ეძახდა, დამარცხდება ბოლომდე, ასე გადაწყვიტა ერთმა კაცმა - ზელენსკიმ და მისმა ერმა

დღეს თავდამსხმელი ქვეყნის მოქალაქე გარბის თავის ქვეყნიდან, უკრაინელი უკრაინაში  ბრუნდება,  - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, იმიტომ აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები ამ დღეში, რომ ეგონათ, პოლიტიკა არ ეხებოდა. 

"საწყალი რუსი ველოსიპედისტი ლარსზე რომ დგას, გადმოდის აქეთ საქართველოში და ამბობს,  - „მე პოლიტიკა არ მეხება“, სიმართლე ისაა, რომ გგონია, რომ პოლიტიკა არ გეხება, იმიტომ ხარ ლტოლვილი ლარსზე, რომ აქამდე მიუშვი ეს სახელმწიფო. 

დღეს თავდამსხმელი ქვეყნის მოქალაქე გარბის თავის ქვეყნიდან, უკრაინელი უკრაინაში  ბრუნდება, რუსი რუსეთიდან გარბის, იმიტომ რომ ამათ ეგონათ, რომ პოლიტიკა არ ეხებათ და ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით,  მსოფლიოს მეორე არმია ხერხემალში უკრაინის პრეზიდენტმა და გმირმა უკრაინელმა ხალხმა გადატეხა. 

"დღეს რაც ხდება მსოფლიოში,  იცვლება პოლიტიკური ვექტორი და მსოფლიოს მეორე არმია, როგორც ის თავის თავს ეძახდა, რომელსაც მართლა ბევრად მეტი შეიარაღება და ხალხი ყავდა, ჯერ იყო და კიევთან დამარცხდა, ახლა ხარკოვთან დამარცხდა, და დამარცხდება ბოლომდე, ამის მიზეზი არ გეგონოთ,  არიან ან ამერიკელები, ან ინგლისელები, ან მასონები.  ასე გადაწყვიტა ერთმა კაცმა და მისმა ერმა, ეს იყო ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელსაც უთხრეს, გაიქეცი კიევიდან და მან თქვა, რომ არა, მე აქ ვიდგები. ეუბნებოდნენ, რომ 3 დღეში აიღებენო.  და ეს იყო უკრაინელი ხალხი, რომელიც მას გვერდით დაუდგა. იგივე ხალხმა ვერაფერი ქნა 2014 წელს, იმიტომ რომ მაშინ  არ ყავდა ლიდერი. ამ ლიდერმა გადატეხა ხერხემალში მსოფლიოს მეორე არმია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები