მეუფე გრიგოლი - ერთეული ადამიანებისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში გაჩენილ შესაძლებლობებს სჭირდება დროული გამოყენება და სჭირდება გონიერი, კვალიფიციური, კომპეტენტური და სახელმწიფოებრივნი კაცნი

მოგეხსენებათ, "დრონი მეფობენო", - ნათქვამია! ამიტომ ერთეული ადამიანებისა თუ ქვეყნის ცხოვრებაში გაჩენილ შესაძლებლობებს სჭირდება დროული გამოყენება, და კიდევ, სჭირდება გონიერი, კვალიფიციური, კომპეტენტური და სახელმწიფოებრივნი კაცნი, რომელნიც სახელმწიფო ძალა-უფლებას ქვეყნისა და ერის არსებითი ინტერესების განხორციელებას მიუძღვნიან, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.

"საკითხისადმი ასეთი მიდგომა აქტუალური იყო და არის ყველა დროში და სამაგალითო უნდა იყოს დღესაც, მით უფრო ჩვენთვის, ამ პატარა ქვეყნის შვილებისთვის, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და მომავალიც დიდი აქვს, თუ არ დავთითოკაცდებით.

გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე, განსაკუთრებულად გვაფიქრებს ასევე სახელწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხებზე, რამაც უნდა განაპირობოს სახელმწიფოს და ეკლესიის იმგვარი ურთიერთობა, რაც სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. 

ეს ურთიერთობა ძალიან ფაქიზია, იმდენად ფაქიზი, რომ ამ ურთიერთობაში, ერთი მხრივ, ძალიან რთულია ძალთა (გავლენათა) ბალანსის შენარჩუნება, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი ორივე მხარის სისტემური გამართულობისა და კეთილი ნების შემთხვევაში, ხოლო, მეორე მხრივ, ხანდახან ვხედავთ კიდეც და ისტორიულადაც ვიცით, რომ ეს ბალანსი თუ დაირღვა, ან ეკლესია ხდება სახელმწიფოს მძევალი, ან პირიქით! 

მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარის სასარგებლოდ ხდება ბალანსის დარღვევა, შედეგები მაინც არის ცალსახად დრამატული!ეკლესიის ძლიერება იმაშია, რომ სასუფევლის გზაზე წარუძღვეს ერს და დამოძღვროს ის; ამიტომ გამოკვეთილია მისი ფუნქციაც, რაც არის – ადამიანის სულზე ზრუნვა! ამდენად, შესაბამისად, ეკლესიის მისია არის ზესოფლიური, ხოლო სახელმწიფოს მისია კი არის ფიქრი და გარჯა ადამიანების ამსოფლიური პირობების გაუმჯობესებაზე, სხვადასხვა სოციალური მდომარეობის პირობების გაკეთილშობილებასა და გაუმჯობესებაზე. ასე რომ, ჩვენთვის ეს თემა უაღრესად მნიშვნელოვანი და მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს!

დღეს ჩვენთან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკვე მოგვარებულია. ეს შეთანხმება არის ფორმატი, რომელშიც უნდა განვითარდეს ეს თანამშრომლობა, რომელმაც სიკეთე უნდა მოუტანოს ამ ქვეყანას, მის თითოეულ მოქალაქეს, ქართველსა თუ არაქართველს, მართლმადიდებელსა თუ არამართლმადიდებელს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები