უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 59 080 (+500) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 30.09-მდე: ტანკები - 2 338 (+13), ჯავშანტექნიკა - 4 932 (+23), საარტილერიო სისტემები - 1391 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 333 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 176 (+1), თვითმფრინავი - 264 (+2), ვერტმფრენები - 225 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 1003 (+8), ფრთოსანი რაკეტები - 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 768 (+17), სპეციალური ტექნიკა - 131 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დანაკარგი ოკუპანტებმა ისევ კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადეს.