გიორგი გობრონიძე - ამ ჟესტით ბელარუსი მოქმედებს, როგორც არამეგობრული სახელმწიფო, რასაც უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება

ამ ჟესტით ბელარუსი მოქმედებს, როგორც არამეგობრული სახელმწიფო, რასაც  უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება,  - ამის შესახებ "ევროპის უნივერიტეტის" პროფესორმა გიორგი გობრონიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა იმოქმედოს, რომ საქმე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებამდე არ მივიდეს. 

"ამას უნდა მოყვეს ბელარუსიდან ჩვენი ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის. ამას უნდა მიეცეს შეფასება, რომ ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს კანონმდებლობის ამგვარი უგულებელყოფისთვის ვერ უნდა შემოდიოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მკაფიოდ მიუთითოს ბელარუსს, რომ ეს გამოიწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადახედვას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის გადახედვასა და შეცვლას, თუკი საჭირო გახდება,  გამოიწვევს ქვეყნებს შორის მიმოსვლის რეჟიმის გადახედვას. ამ ჟესტით ბელარუსი მოქმედებს, როგორც არამეგობრული სახელმწიფო, რასაც უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა გობრონიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები