გია ხუხაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანაა, საკუთარი კონტროლირებადი სახალხო დამცველის არჩევა და განახორციელებს კიდეც

ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანაა, საკუთარი  კონტროლირებადი სახალხო დამცველის არჩევა და  ამას განახორციელებს კიდეც, - ამის შესახებ Front News-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს როგორ მოიქცევა ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება მაინც იპოვის მიზეზს არასასურველი კანდიდატების თავიდან მოსაშორებლად. 

"თავიდანვე ცხადი იყო, რა პროცედურითაც არ უნდა ჩაატარონ სახალხო დამცველობის კანდიდატურების შერჩევა, როგორც უნდა მოიქცეს ოპოზიცია, რაც უნდა თქვან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, სულ ფეხის წვერებზე რომ იარონ, მაინც არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებას ყოველთვის მოეძებნება "არგუმენტები" არასასურველი კანდიდატების წინააღმდეგ. 

ხელისუფლებას უნდა თავის მორჩილი სახალხო დამცველის არჩევა ნებისმიერი  ფორმით, მამაძაღლობით, მაიმუნობით, იქ თავისივე, "ჯიბის“ ვითომ-ვითომ ოპოზიციონერების წარდგენილი კანდიდატის არჩევის,  თუ სხვა გზით. ფაქტია, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანაა, საკუთარი  კონტროლირებადი სახალხო დამცველის არჩევა ამას განახორციელებს კიდეც. მანამდე ესენი რას იტყვიან, ისინი რას იტყვიან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.  მთავარია, შედეგში რას მივიღებთ. შედეგში კი მივიღებთ, ხელისუფლებიაგან კონტროლირებად სახალხო დამცველს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

სახალხო დამცველის პოსტზე 19 კანდიდატია დასახელებული. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორის წარდგენილ სამ კანდიდატს პოლიტიკურად მართულს უწოდებს და მათ არჩევაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები