რომან გოცირიძე - ფასები იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე ხელისუფლება ამას აჩვენებს, ეკონომიკური ზრდის შედეგს ჭამს ფასების ზრდა

"მორიგი ტყუილები ილაპარაკა პრემიერმა. ის რომ საქართველოში გაზი დაახლოებით ღირს 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე  ევროპაში, ეს არ არის ღარიბაშვილის დამსახურება",  - ამის შესახებ Front News-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ომან გოცირიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას, რაზეც პრემიერმა დღევანდელ გამოსვლაში ისაუბრა, ინფლაცია ჭამს.   "მორიგი ტყუილები ილაპარაკა პრემიერმა. ის, რომ საქართველოში გაზი დაახლოებით ღირს 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე  ევროპაში, ეს არ არის ღარიბაშვილის დამსახურება. ეს არის ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენებით გატარებული რესურსების შედეგი, რომელიც არის ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც ანიავებს ქვეყნის  ხელისუფლება. მხედველობაში მაქვს გაზის სექტორში ასეულ მილიონობით ფულის ფლანგვა ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების დასაქმებასა და მათი ბიზნესების ხელშეწყობაში. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, რეალურ მდგომარეობას ვხედავთ, ფასები იზრდება და ამ ეკონომიკური ზრდის შედეგს ჭამს ფასების ზრდა. ფასები იზრდება იმაზე მეტად, ვიდრე ხელისუფლება ამას აჩვენებს. სტატისტიკის სამსახური აყალბებს ციფრებს და ინფლაციის მაჩვენებლის შელამაზებას ცდილობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასები 25%-ით და უფრო მეტით გაიზარდა, როდესაც შემოსავლები ამ დონით არ გაზრდილა. როდესაც ფასები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე შემოსავლები, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ღარიბდებიან“, - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები