ბაიდენი - აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობას, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭიროა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში.

"აშშ გმობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის  რუსეთის დღევანდელ თაღლითურ მცდელობას. რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს, არღვევს გაეროს წესდებას და ყველგან გამოხატავს თავის ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ.

ამ ქმედებებს ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, დაიბრუნოს კონტროლი მის ტერიტორიაზე მისი სამხედრო და დიპლომატიური პოზიციის გაძლიერებით, მათ შორის შეერთებული შტატების დამატებითი 1 მილიარდი დოლარის დახმარებით, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ამ კვირაში", - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის თაღლითური ანექსიის შესახებ განცხადებების საპასუხოდ, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დღეს ახალ სანქციებს გამოაცხადებენ, რაც დააზიანებს რუსეთს.

"ჩვენ გავაერთიანებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა დაგმოთ ეს ქმედებები და დავაკისროთ რუსეთი პასუხისმგებლობას. გავაგრძელებთ უკრაინას უზრუნველყოფას თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობით, მიუხედავად რუსეთის თავხედური მცდელობისა, გადააკეთოს მისი მეზობლის საზღვრები და მოუთმენლად ველი კონგრესისგან კანონმდებლობის ხელმოწერას, რომელიც დამატებით 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად.

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარყონ რუსეთის უკანონო ანექსიის მცდელობები და მხარი დაუჭირონ უკრაინის ხალხს იქამდე, სანამ ეს საჭიროა“, - განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები