სუს-ი - ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. საკითხი განხილულ იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. 

უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები", - აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები