ინდონეზიაში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ დაპირისპირებას და ჭყლეტას სულ მცირე 129 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდონეზიაში, ქვეყნის ორ უდიდეს საფეხბურთო გუნდს შორის გამართული მატჩის შემდეგ სტადიონზე დაწყებულ ქაოსსა და ძალადობას, სულ მცირე, 129 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 180 კი დაშავდა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღმოსავლეთ იავას ქალაქ მალანგში, Arema FC-ისა და მეტოქე Persebaya Surabaya-ს მხარდამჭერები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც Arema FC ანგარიშით 3:2 დამარცხდა.

დამარცხებული გუნდის მხარდამჭერები, საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე შეიჭრნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გაზის გაშვებას მოედანზე ჭყლეტა მოჰყვა. 

დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება. ინდონეზიის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ინფორმაციით,  შემთხვევას 153 ადამიანი ემსხვერპლა. საფეხბურთო კლუბი "არემა" აცხადებს, რომ დაღუპულია 182 ადამიანი.

უახლესი ამბები