კადიროვი - ჩემი 14, 15 და 16 წლის შვილები მზად არიან, უკრაინაში იბრძოლონ, მალე ისინი ფრონტის ხაზზე იქნებიან

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მის არასრულწლოვან შვილებს უკრაინაში საომრად აგზავნის.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილები - ახმატი, ელი და ადამი -  16, 15 და 14 წლის არიან, მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, თითქმის ადრეული ასაკიდან დაიწყო. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებში ღვთისმოსაობა დანერგოს და ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!

ახმატი, ელი და ადამი მზად არიან გამოიყენონ თავიანთი უნარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. არ ვხუმრობ. დროა, გამოიჩინონ თავი ნამდვილ ბრძოლაში და ეს მათი სურვილია, რასაც მე მხოლოდ მივესალმები. მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან.

მივმართავ უსაქმურ მოსაუბრეებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჩემი ახლობლები არ მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში: უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება დაიკავოთ პოზიციები ბიჭებთან, ადგილზე აჩვენეთ თქვენი სული,  იდეოლოგია და საერთოდ ვინ ხართ. დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართ.

თქვენც მოგმართავთ, ჩეჩნურად მოლაპარაკე "მეომრებს“, რომლებიც ევროპაში კომპიუტერებთან სხედან და გვაკრიტიკებენ. წადით უკრაინაში, დაგვარწმუნეთ, რომ კაბის კალთის უკან არ იმალებით. დარწმუნებული ვართ, არასრულწლოვანი ბავშვებიც კი შეძლებენ თქვენს განადგურებას, რადგან არც სული გაქვთ, არც პატივი და არც ღირსება. გველოდეთ!", - აცხადებს კადიროვი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები