ჩეხეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის ტერიტორია დატოვონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების საფრთხის გამო რუსეთის ტერიტორია დატოვონ.

"უკრაინაში რუსეთის მიმდინარე სამხედრო შეჭრასა და ქვეყანაში უსაფრთხოების გაუარესების შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად აფრთხილებს მოქალაქეებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დატოვონ“, - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს თავის მოქალაქეებს, თუ  ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ენდონ სანდო მასმედიას და ჰქონდეთ რუსეთის დატოვების გეგმა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

"ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში ისინი რუსეთის ხელისუფლების მიერ პირველ რიგში აღიქმებიან, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ვერ იქნებიან უზრუნველყოფენი სათანადო, სრულფასოვანი საკონსულო დაცვით მოსკოვში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უახლესი ამბები