მამუკა მდინარაძე - რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ, მე დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ

"რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ. ათი პროცენტი გაიგო იმის, რაც ხდება სინამდვილეში. მე, დღეს, ამასთან დაკავშირებით, არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ბატონი რომანი ამ საქმიანობით არის დაკავებული - მოკრავს ყურს რაღაცას, კარგად ვერ იგებს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ "ხალხის ძალის’’ წევრები მოძრაობის გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებენ, მდინარაძემ რომან გოცირიძის მიერ არასწორად გაგებული უწოდა. 

"გაახმოვანა ის ინფორმაცია, რასაც მოჰკრა ყური და შემდეგ განავრცო. როდესაც იქნება გადაწყვეტილება, მაშინ გაიგებთ. აქედან გამომდინარე, მე თქვენი კითხვის საპასუხოდ არ ვაპირებ რაიმე კონკრეტიზაციის შემოტანას. ბატონი რომანის ინფორმაციას, შეგიძლიათ, ათ პროცენტს ხანდახან ენდოთ. დარწმუნებით კი არა, მე ზუსტად ვიცი ყველაფერი. ვერ გეტყვით, თუ არ გეტყვით, ეს მე უკვე გითხარით. როცა იქნება შესაბამისი სვლები, თუ ცვლილებები, თქვენ ამას გაიგებთ", - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები