ვალერი ჩეჩელაშვილი - ახლა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები და შეიმუშავოს შესაბამისი პოლიტიკა

მარტო საქართველოს ხელისუფლებას კი არა, ბევრს ევროპასა და აშშ-შიც არ სჯეროდა უკრაინის წარმატების, მაგრამ ახლა  ხელისუფლებამ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები და შეიმუშავოს შესაბამისი პოლიტიკა, -ამის შესახებ უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს, ნებისმიერ შემთხვევაში კი საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირის განმტკიცება უმნიშვნელოვანესია. 

"მარტო საქართველოს ხელისუფლებას არა ბევრს ევროპაშიც და აშშ-შიც არ სჯეროდა, რომ უკრაინის წარმატების. გვახსოვს ზელენსკის სიტყვები, როდესაც მას კიევის დატოვება შესთავაზეს - "მე არ მჭირდება ტაქსი, მე მჭირდება შეიარაღება“. გვახსოვს "ქართული ოცნების“ ლიდერების ფრაზებიც - "უკრაინა ისჯება“, "ჯერჯერობით რუსეთი იმარჯვებს“...  

ახლა უკვე მოვიდა დრო, როდესაც უნდა გადალაგდეს შესაბამისი ტაქტიკური გეგმებიც. უკვე ნათელია,  როგორი ვითარება  გვაქვს ბრძოლის ველზე, პოლიტიკაში,  საერთაშორისო ურთიერთობების გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ცხადია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერება უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელიც დაგვიცავს, რა თქმა უნდა, ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მოვლენების მოულოდნელი განვითარებისგან. უნდა  ვიყოთ მზად ყველანაირი სცენარისთვის, უარესისთვისაც. 

ხელისუფლებამ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები, გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები და შეიმუშავოს შესაბამისი პოლიტიკა“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

უახლესი ამბები