შსს-ს წარმომადგენლებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების საკითხებზე, INL-ის მხარდაჭერით, კასკადური ტრენინგები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ავტოსაგზაო შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების საკითხებზე კასკადური ტრენინგები ჩატარდა.

სწავლების ფარგლებში გადამზადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - "112“-ის თანამშრომლები.

კასკადურ ტრენინგებს უძღვებოდნენ ილინოისის შტატის პოლიციის ინსტრუქტორები.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საგზაო შემთხვევების გამოძიება და დოკუმენტაციის წარმოება; დროის ეფექტურად გადანაწილება გამოძიების პროცესში; იმ საგზაო შემთხვევათა აღრიცხვა, რომლებსაც არ მოჰყოლია სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა; კომუნიკაცია კერძო სადაზღვეო კომპანიებთან და სხვ.სწავლების დახურვის ღონისძიებას, რომელიც ქუთაისში გაიმართა, დაესწრნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმღვანელი - სარა რუპერტი.

სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიაზე, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები