რომან გოცირიძე - დღეს ბედნიერები არიან, 5 ადამიანი გაწირეს, უნდა იარონ ახლა პრორუსის და მოღალატის დამღით

საპარლამენტო უმრავლესობა მათ გარეშე არ არსებობს, ყველა გადაწყვეტილება "გამიჯნულების" ხმებით უნდა მიიღონ, - ამის შესახებ Front News-ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ქართული ოცნებიდან" კიდევ 5 დეპუტატის გასვლის შესახებ განაცხადა. 

დეპუტატის განმარტებით, მას შემდეგ რაც ქართულ ოცნების 81 დეპუტატს 5 გამოაკლდა და დარჩა 76, სხდომაზე ერთი დეპუტატსაც რომ დააგვიანდეს, "ქართული ოცნება“ კანონსაც ვეღარ მიიღებს. 

"ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ ჩამოიხადა ნიღაბი, თუ კი ვინმეს ეგონა, რომ ეს ოთხეულია ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და პრორუსული ძალა, ხოლო "ქართული ოცნება“ არა,  ახლა მთლიანად გახდნენ ერთიანები, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობა მათ გარეშე არ არსებობს, ყველა გადაწყვეტილება მათი ხმებით უნდა მიიღონ. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფულის გამრავლება და ძალაუფლების შენარჩუნება ევალება. ამ 5 დეპუტატის გამოკლებით "ქართულ ოცნებაში" 76 დარჩა, საკმარისია, რომ ერთ ვინმეს დააგვიანდეს, რომ "გამიჯნულების“ გარეშე კანონს ვერ მიიღებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

მისი თქმით, მისი ვარაუდები  „ხალხის ძალის“ გაფართოების შესახებ გამართლდა. 

"ქართულ ოცნებაში" გუშინ და გუშინ წინ "ტრაური“ იყო, ვის გადაიყვანდა ივანიშვილი მოღალატეების,  პრორუსების და ანტიდასავლელების ფლანგზე, არ იცოდნენ. დღეს ბედნიერები არიან, 5 ადამიანი გაწირეს, უნდა იარონ ახლა პრორუსის და მოღალატის დამღით. დანარჩენები, ალბათ,  დღეს გამართავენ დიდ ზეიმს, მაგრამ ეს  დროებითია. ივანიშვილი ამ ოდიოზურების სახით ახალ პარტიას შექმნის და მასში „მესამე გაფართოებისას“ მოხვდებიან სხვები. ეს რომ მოხდებოდა, მე ამაზე ვამბობდი არაერთხელ, მათ შორის გვარებით, ერთი-ორი შეცვალეს, სხვა დარჩა, „სილამაზისთვის“ ქალები რომ იქნებოდნენ, ამაზეც ვამბობდი, რომ არ ეფიქრათ, ივანიშვილის მხოლოდ კაცები უჭერენ მხარსო, ერთი ქალიც მიაერთეს. მოკლედ, ძალიან სამარცხვინო და სასაცილო პროცესი მიდის“, - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები