ირაკლი კობახიძე - თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ

კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ, ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ოპოზიცია მხარს არ უჭერს, რადგან ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება.

"უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც არავისზე არ არის მორგებული, არც ერთ პოლიტიკოსზე. შემდეგ ეს კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მოიწონა და ჩვენ ეს კანონი ვთარგმნეთ და საბაზისო ვერსიად ოპოზიციას შევთავაზეთ. მაშინვე წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო წამოვიდა – მათ ნახეს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს ვერ შეეხება, რაზეც ისინი აქტიურად საუბრობენ, მაგრამ შეეხება მათ წარმომადგენლებს, არაერთ ლიდერს, მათ შორის კეზერაშვილს, რომელიც მედია მფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ძალიან უხეში ფორმით. განსაკუთრებით, რაც ბოლო დროს ვიხილეთ. მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება, ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ. ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, რაც არის სამწუხარო მოვლენა. კანონს ვერ მოვარგებთ. ამიტომ, უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ, ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ. თუ კანონის მიღების საკითხის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენც კანონს არ მივიღებთ. მათ შორის ევროკავშირის ყოფილ ელჩს ნათქვამი აქვს, რომ ეს კანონი არ არის საჭირო. თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები