ირაკლი ღარიბაშვილი - ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი

ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგია არის მისაღები. ჩვენ გუნდის შიგნით გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ღიად დავაფიქსირეთ ეს. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს მთავარ პარტნიორებთან – აშშ-სთან, ევროპასთან. ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე. ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები