აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი Himars-ის 4 საარტილერიო სისტემას, ასევე ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.
ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის მუდმივი მზადყოფნა, სანქციები დააკისროს ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას ან ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიას.