2 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისების გადაწყვეტილებას ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება 2 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისების გადაწყვეტილებას მოჰყვა. 

როგორც ირკვევა,  ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეს აუქციონზე გასატანად ამზადებენ.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის დავით მჟავანაძის განცხადებით, ამ ტერიტორიას რეკრიაციული ზონის სტატუსი მიენიჭა, რის შედეგად ადგილობრივებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს თავიანთი მიწის ნაკვეთების მიყიდვაზე უარი უთხრეს, ამ ტერიტორიაზე მშენებლობისა და სხვა საქმიანობის უფლება წაერთვათ. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ამჟამად ტყეს ბიძინა ივანიშვილისათვის გადასაცემად ამზადებენ.

უახლესი ამბები