თინა ხიდაშელი - ხელისუფლება გააგრძელებს ორ კარში თამაშს, ვიდრე ლეგიტიმაციის განცდა ექნება

ხელისუფლება გააგრძელებს ორ კარში თამაშს, ვიდრე ლეგიტიმაციის განცდა ექნება, -  ამის შესახებ Front News-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

მისი თქმით, პრობლემა არა მმართველი პოლიტიკური ძალის ანტიდასავლურ რიტიორიკაშია, არამედ იმაში, რომ არ ჩანს ძალა, რომელიც მას ჩაანაცვლებს. 

"ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ორ კარში თამაშობს ხელისუფლება, ეს ჩვეულებრივი, პოლიტიკური პროცესია. როგორც ჩანს, ხელისუფლებაა გააგრძელებს ასე, ვიდრე ამის ლეგიტიმაციის განცდა ექნება. ყველაზე ფორმალური პროცესი ამისთვის არის არჩევნები. სანამ მათ ექნებათ განცდა, რომ მიუხედავად ამ ქმედებებისა, მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე არ ემუქრებათ, ასე გაგრძელდება.

როდესაც საზოგადოება გადაწყვეტს, რომ  აღარ უნდა, აღარ შეუძლია ასე გაგრძელება და სხვაგვარად ხედავს ამ ქვეყნის მომავალს, ხელისუფლებაც შეიცვლება  და შეიცვლება შესაბამისად,  მისი სტრატეგიაც", - განაცხადა ხიდაშელმა. 

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, ახლა მთავარი ამოცანა პროდასავლურ ფლანგის ჩამოყალიბების პროცესია. 

"ჯერჯერობით, არ მაქვს განცდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს ამ პრობლემას. ივნისის მოვლენებმა ბევრი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკურად ორგანიზებული პროცესია. 

ევროკაშირის მიმართ დამოკიდებულება და აშშ-ის ელჩისადმი  გაკეთებული განცხადებები აჩქარებს კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს, "ქართული ოცნება" დღითიდღე კარგავს ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც პროდასავლურადაა განწყობილი და დღემდე მაინც ეიმედებოდა "ქართული ოცნება“.  მთავარი პროცესი, რომელიც დასაწყებია დღეს,  არის ის, რომ გამოჩნდეს, სად წავიდეს ეს ხალხი. ანუ, მეორე, [პროდასავლური] მხარის ორგანიზებისა და სტრუქტურირების პროცესია დასაწყები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები