თინა ხიდაშელი - "ქართული ოცნება" 12 პუნქტის ჩაგდებისთვის საბაბად ვერ გამოიყენებს იმას, რომ "ხალხის ძალამ“ რომელიმე კანონპროექტს ხმა არ მისცა

"ქართული ოცნება" 12 პუნქტის ჩაგდებისთვის საბაბად ვერ გამოიყენებს იმას, რომ "ხალხის ძალამ“ რომელიმე კანონპროექტს ხმა არ მისცა, - ამის შესახებ Front News-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

მისი თქმით, "განდგომილები" კანონების ჩაგდებას ვერ შეძლებენ, რადგან საჭირო რეფორმების გასატარებისათვის ოპოზიციის ხმების დამატებაც საკმარისი იქნება. 

"ისინი ვერაფერს  დაბლოკავენ და ვერ ჩაშლიან, რადგან ნებისმიერ ნამდვილ რეფორმას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის  12 პუნქტის დაკმაყოფილებას ემსახურება, ოპოზიციური ხმები ექნება.  ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ უმრავლესობის ხმებით იღებენ გადაწყვეტილებას. სწორი რეფორმებისთვის, 12 პუნქტის შესრულებისთვის ოპოზიციის ხმებიც არის, ამიტომ მათ ხმებს არანაირი მნიშვნელობა და არანაირი ფასი არ აქვს. მათ ხმებს ფასი აქვს მხოლოდ ირაკლი კობახიძის თავში მოხარშული იდეების გატარებისთვის. 

ამდენად, "ქართული ოცნება" ვერ გამოიყენებს საბაბად იმას,  რომ "ხალხის ძალამ“ რომელიმე კანონპროექტს ხმა არ მისცა, რადგან,  რასაც არ მისცემს ხმას სოზარ სუბარი, იმას ხმას მისცემს, ვთქვათ, სალომე სამადაშვილი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები