ბაჩო დოლიძე - ქვეყნის იმიჯის ამბავია, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გიკვდებოდეს

ქვეყნის იმიჯის ამბავია, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გიკვდებოდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას თუ არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, ამის საშუალება სხვას უნდა მისცეს. 

"ამდენი დღის განმავლობაში,  როდესაც ექსპერტს არ აძლევ საშუალებას, რომ შევიდეს და მოინახულოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა.  ჩვენი ყველას, თითოეული მოქალაქის პრობლემაა, რაც ხდება. ქვეყნის იმიჯის საკითხია, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში  არ უნდა გიკვდებოდეს. რომ ხედავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მიდის უარესობისკენ და შენ ამ დროს არაფერს აკეთებ, ან აკეთებ და არ გამოგდის, ესეც ცალკე პრობლემაა. ამას აღიარება ჭირდება და ჭირდება ის, რომ მისცენ საშუალება იმ ადამიანებს ჩაერთონ  პროცესში, ვისაც შეუძლია გამოსავლის პოვნა“, - განაცხადა დოლიძემ. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინასთან ისევ ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. 

"უკრაინის სასამართლოს ამ  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ვხვდები,  ხელისუფლებისა და „ოცნების“ პოზიცია  რა იქნება. კიდევ ერთხელ დაიძაბება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა. ხელისუფლებას განზრახული აქვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ინვალიდიზაციის პროცესი, ამას "წარმატებით“ ართმევს თავს.   ეს პირველ რიგში, არის რუსეთიდან მომდინარე დაკვეთა, რომელსაც  პირნათლად ასრულებს“, - განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები