ემილ ავდალიანი - ევროკავშირი ცდილობს, პოზიციები გაიმყაროს სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირი ცდილობს, პოზიციები გაიმყაროს სამხრეთ კავკასიაში, რასაც  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ვხედავდით, - ამის შესახებ  Front News -ს "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა ემილ ავდალიანმა პრაღის კონფერენციის შესახებ საუბრისას  განუცხადა. 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პრაღის სამიტზე აზერბაიჯანისა და  სომხეთის ხელმძღვანელი პირები მიუხედავად მათ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობისა, ერთ მაგიდასთან ისხდნენ, მიუთითებს, ევროკავშირის როლის ზრდას სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. 

"პრაღის  სამიტზე გამოჩნდა, რომ ევროკავშირი ცდილობს პოზიციები გაიმყაროს სამხრეთ კავკასიაში, რასაც ჩვენ  ბოლო რამდებიმე წლის განმავლობაში ვერ ვხედავდით.  ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ევროკავშირისა და დასავლეთის გავლენა ამ რეგიონში საგრძნობლად შეირყა და ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხდება ამ ინტერესების მეტად გაჟღერება,  გავლენის გამყარება. 

უკრაინიაში მიმდინარე ომის ფონზე დასავლეთი მეტად აქტიურობს,  რომ რეგიონში ფეხი მოიკიდოს, რასაც მიესალმება სამივე ქვეყანა - საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს არის გამოძახილი იმისა, რომ რუსეთს ამ რეგიონში პოზიციების შესანარჩუნებლად გარკვეულწილად არ სცალია, მათ შორის არც დიპლომატიურად,  არც სამხედრო კუთხით და არც ეკონომიურად. ვგულისხმობ არა იმას, რომ ჯარი გაყავს აქედან, არამედ სამშვიდობო პროცესებში ჩართულობას. მოსკოვის და რუსეთის ეგიდით  აქამდე არაფერი ჩატარებულა. ეს ძალიან სერიოზული ნიშანია იმისა, რომ რუსები ინიციატივას კარგავენ. რამდენად გადაიზრდება ეს კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მარცხში მათთვის, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“, - განაცხადა ავდალიანმა. 

საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის განმარტებით, რეგიონის სამივე ქვეყნაში  ვითარება განსხვავებულია. „აზერბაიჯანი ამ შესაძლებლობას იყენებს, სომხეთის მდგომარეობა რთულია, მას არ აქვს ბევრი ბერკეტი და ძალიან დამოკიდებულია რუსეთზე, საქართველოსათვის ეს კარგი შესაძლებლობა დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოებისათვის, რაც  სწორი პოლიტიკის წარმოებითა და მკაფიო მესიჯების გაჟღერებით უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ავდალიანმა. 

რაც შეეხება  საქართველოში ხელისუფლების მართული ძალის  აგორებულ ანტიდასავლურ კამპანიას, ავდალიანი მიიჩნევს, რომ ეს სერიოზულ პროცესში არ გადაიზრდება.  "არ მგონია, ეს რამე სერიოზულ პროცესში გადაიზარდოს.  ვფიქრობ, რიტორიკის დონეზე დარჩება. მითუმეტეს, რომ არ მგონია, ხალხი ამ განცხადებებით ინტერესდებოდეს“, - განაცხადა ემილ ავდალიანმა.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები