გიგა ლემონჯავა - საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა ასე დელეგიტიმირებული საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც "ქართული ოცნებაა“

თუ პოზიცია არის, რომ "ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკი შესაძლებელია, მაშინ  არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მოქალაქეები არ იქნებიან მზად მკაფიო პროტესტისთვის, - ამის შესახებ "დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, მართალია, დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებისათვის მმართველ ძალასთან ერთად მუშაობას, მაგრამ არავინ მოითხოვს პროცესის იმიტაციას. 

"საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა ასე დელეგიტიმირებული საერთაშორისო ასპარეზზე,  როგორც "ქართული ოცნებაა“. "ქართული ოცნება“ დგას პერსონალური სანქციების ხელშესახები რისკის წინაშე. საერთაშორისო თანამეგობრობა არ გთხოვს, რომ შექმნა პროცესის იმიტაცია. 

იმისთვის, რომ შექმნა ალტერნატივა, მათ შორის ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით,  საერთოდ არ არის საჭირო, რომ კობახიძესთან ან თალაკვაძესთან, ან ვიღაც ასეთ ტიპთან შეხვიდე რაღაც ტიპის მოლაპარაკებაში, რომელიც არათუ ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების ინტერესს ემსახურება. ამისთვის საჭიროა კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.

გადაწყვეტილების მიმღები არის ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა ესმოდეს ოპოზიციის მკაფიო ხედვა და პოზიცია. თუ ეს პოზიცია არის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკი შესაძლებელია და ჩვენ შეგვიძლია მათთან სამუშაო ჯგუფებში კოორდინაციით რაღაც ცვლილებები მოვიტანოთ 12 პუნქტთან დაკავშირებით, მაშინ ბუნებრივია,  რომ საზოგადოება იბნევა და მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან მზად მკაფიო პროტესტისთვის“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

უახლესი ამბები