ზელენსკიმ კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების განკარგულებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელითაც მოსკოვსა და ტოკიოს შორის სადავო, კურილის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად გამოაცხადა.

საუბარია ოთხ კუნძულზე - იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი, რომელთა გამოც იაპონიასა და რუსეთს შორის მრავალწლიანი დავა მიმდინარეობს.

"მივიღეთ მნიშვნელოვანი, სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული გადაწყვეტილება. უკრაინამ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა, მათ შორის ჩრდილოეთის ტერიტორიის, რომელიც ჯერ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. აუცილებელია ქმედებები და რუსეთის ოკუპაციისგან ყველა იმ მიწის გათავისუფლება, რომელთა მითვისებასაც ოკუპანტები ცდილობენ“, – განაცხდა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, კიევი მოუწოდებს მსოფლიოს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ.

საბჭოთა კავშირმა სამხრეთ კურილის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიიერთა. მომდევნო წლებში იაპონია ყველა კუნძულის დაბრუნებას მოითხოვდა, 2003 წელს კი პირველად განაცხადეს, რომ კურილის კუნძულები უკანონოდ ოკუპირებულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები