ანდრეი ერმაკი - კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროთ?

კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასიური სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ რუსეთს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია. ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც ამას არც მალავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიაროთ? ეს მშიშრები მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვიან. სუსტებს შეუძლიათ მხოლოდ დალევა და რაკეტების გაშვება საცხოვრებელ კორპუსებზე. სამარცხვინო მშიშრები", - წერს ერმაკი.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის საკითხი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს.

უკრაინის ქალაქებში 10 ოქტომბერს განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. საერთო ჯამში 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

უკრაინის პრეზიდენტი უკრაინელებს თავშესაფრებში დარჩენას სთხოვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები