ხარკოვის ოლქში "ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ოლქში "ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა.

დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა. მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 დივერსანტი ტყვედ არის აყვანილი, მათ შორის მეთაური, რომელიც სამსახურს უკვე აწვდის მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას, მათ შორის ოკუპანტების მიერ ორგანიზებული უკრაინელების წამების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები