სტოლტენბერგი - ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს, არ გვინახავს რაიმე ცვლილება, მაგრამ ძალიან ფხიზლად ვართ

ჩვენ გავაორმაგეთ ნატო-ს საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ალიანსის აღმოსავლეთში, ასევე ვზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

"პრეზიდენტ პუტინის ფარული ბირთვული მუქარა საშიში და უპასუხისმგებლოა. რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არასოდეს უნდა იბრძოლოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება, მაგრამ ძალიან ფხიზლად ვართ.

ივნისში მადრიდის სამიტზე ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებებზე თავდაცვისა და შეკავების მიმართულებით, რათა პასუხი გავცეთ ახალ უსაფრთხოების რეალობას.

ჩვენ გავაორმაგეთ ნატოს საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ალიანსის აღმოსავლეთში. ასევე ვზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას. ამ მინისტერიალზე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის გაზრდაზე. ჩვენ ვაძლიერებთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. ნატო ამაზე მრავალი წელია, მუშაობს და Nord Stream-ის მილსადენების დივერსიის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ფხიზლად ვართ. ჩვენ გავაორმაგეთ ნატოს წარმომადგენლობა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში. ეს ძალისხმევა მჭიდროდ კოორდინირებულია ნატოს საზღვაო სარდლობის მიერ. წინ რთული ზამთარი გველის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომა უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინიდან სამხედრო ძალების გაყვანით, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კი უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა ამ უკანონო კონფლიქტში.

მსგავსი სიახლეები