დავით უსუფაშვილი - რაღაც ვერ ვხედავთ ასეთი რიხით ნათქვამს, კრემლო, ერთი წარმომიდგინე, რატომ მაბრალებთ ამ რაღაცას

უკრაინას რომ მიმართავდნენ, წარმოადგინეთ მტკიცებულებები, საიდან გაქვთ ეს ინფორმაციაო, რაღაც ვერ ვხედავთ ასეთი რიხით ნათქვამს რუსეთისთვის, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი მმართველ ძალას მიმართავს და აცხადებს, რომ  "ყოჩაღად კითხვა მაინც დასვან“. 

მისივე თქმით, სრული სიბრიყვეა,  პუტინის არგაღიზიანების იმედი ჰქონდეს ვინმეს.  

"პუტინის კეთილგონიერების და არგაღიზიანების იმედი საკუთარი ოჯახის წევრებს არ აქვთ და იმ გენერალიტეტს, რომელიც მის გარშემოა. ისინი უყურებენ შიშით და შეშფოთებით, როდის ვის ჩაავლებს ხელს და გადმოისვრის იქედან, კაცმა არ იცის. მე არ ვიცი კეთილგონიერების რამე ნატამალის მქონე ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, როგორ შეიძლება მისი "არგაღიზიანების“ იმედი ჰქონდეს. 

რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, ეს არის კლასიკური სიტუაცია იმისა, რომელსაც სჭირდება მყისიერი შეფასება და პასუხი. ოღონდ არა თბილისის მერისა და პარლამენტის წევრების  მხრიდან, რომლებმაც შეიძლება არც იცოდნენ,  იმ მანქანამ იქ გაიარა თუ არა. ჩვენ გვჭირდება კომპეტენტური ორგანოების ძალიან მყარი განცხადება, რომ ეს არის ცილისწამება და რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

უკრაინას რომ მიმართავდნენ, წარმოადგინეთ მტკიცებულებები, საიდან გაქვთ ეს ინფორმაციაო, რაღაც ვერ ვხედავთ ასეთი რიხით ნათქვამს  -  კრემლო, ერთი წარმომიდგინე, რატომ მაბრალებთ ამ რაღაცას. 

ვიღაცამ არ უნდა თქვას,  რუსეთო,  მე რომ მაბრალებ, რომ ჩემი საზღვარი გადაკვეთა  28 ტონა ტროტილიანად, შენი საზღვარიც ხომ გადაკვეთა? ანუ, შენ ჯერ შენი საზღვრის გადაკვეთის მტკიცებულებები დადე და მერე გაირკვევა, რაღაცა ყოჩაღად კითხვა მაინც  დასვი“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებით, ავტომობილი რომელმაც ყირიმის ხიდში ასაფეთქებელი ნივთიერება შეიტანა მანამდე საქართველოს საზღვარი გადაკვეთა. 12 ეჭვმიტანილს შორის კი 2 საქართველოს მოქალაქეა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები