"ევროპის უნივერსიტეტში" ემილ ავდალიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 ოქტომბერს "ევროპის უნივერსიტეტში" უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის და Geocase-ის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ხელმძღვანელის ემილ ავდალიანის ახლადგამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. 

ქართველი მკვლევრის წიგნი ცნობილმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Palgrave Macmillan-მ სექტემბერში გამოსცა. 

მონოგრაფია მოიცავს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს ევრაზიაში დიდი ძალების გაზრდილი მეტოქეობის ფონზე. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის უახლესი კვლევები ფოკუსირებულია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ასევე, თითოეული რეგიონალური აქტორის (რუსეთი, თურქეთი და ირანი) კავშირებზე რეგიონის ერთ ან სამივე სახელმწიფოსთან. საუბარია რეგიონის ცვალებადი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გლობალური პერსპექტივიდან დანახვისთვის აშშ-ჩინეთის მზარდი მეტოქეობის და ევრაზიაში ძალთა ბალანსის შეცვლის შესახებ, ასევე აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ყურადღების გადატანაზე ჩინეთის გამოწვევის შესაკავებლად. 

გარდა ამისა, წიგნში მოცემულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური კონკურენცია ერგება დიდი ძალების დაპირისპირების გლობალურ მოდელს, როდესაც სამხედრო და ეკონომიკური გათვლები უბიძგებს რეგიონულ ძალებს გაზარდონ თავიანთი გავლენა სამეზობლოზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები