ნიკა ჩიტაძე - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ არის გარიყული "ქართული ოცნება" საერთაშორისო საზოგადოებისგან

რას ცვლის საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ არის აღიარებული, ხოლო პუტინის ტყვეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა მოთხოვნილი? რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ რეზოლუციას არ აქვს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა და რით უპასუხებს "ოცნება“ ამ რეზოლუციას?  - ამ საკითხებზე Front News-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა.

- ეს რეზოლუცია არის დადასტურება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. მოგეხსენებათ,  რომ ფაქტობრივად, ევროპის საბჭო არის როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ასეთი ორგანიზაცია გაეროს ფარგლებში კი არსებობს, თუმცა ევროპის საპარლამენტო ასემბლეა როდესაც იღებს რეზოლუციას, მხარს უჭერს 99 დეპუტატი და წინააღმდეგი ფაქტობრივად არავინ არის, ეს რეალურად ნიშნავს,  რომ საერთაშორისო საზოგადოება, ამ შემთხვევაში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს "ქართული ოცნების“ ქმედების გამო. 

რეზოლუციაში აღნიშნულია,  რომ  მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი, იქ ნახსენებია ვლადიმერ კარა-მურზა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, ეს ნიშნავს რომ „ქართული ოცნება“ ასრულებს პუტინის დავალებას. ეს კეთდება პუტინის ადგილობრივი წარმომადგენლების,  პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის ხელით. 

აქედან ჩანს, რომ "ქართული ოცნება“ ატარებს რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორ არის გარიყული "ქართული ოცნება“  საერთაშორისო საზოგადოებისგან. პრობლემაა ის, რომ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, შესაბამისად, "ქართული ოცნება“ საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს აშორებს საერთაშორისო საზოგადოებისგან.  

- როგორ გგონიათ, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ "ქართული ოცნება“ კვლავ ანტიდასავლურ პროპაგანდას გააძლიერებს,  თუ მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს?

- მე მგონია, რომ ისევ და ისევ ანტიდასავლურ კამპანიას გააძლიერებს, როგორც ეს ხდებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის არმიღების შემთხვევაში, რომ საქართველო ისჯება იმის გამო, რომ არ ჩაერთო ომში და ამის გამო იღებენ ასეთ რეზოლუციებს.  რომ  ჩვენ იმის გამო კი არ გვაკრიტიკებენ, რომ ცუდად ვიქცევით,  არამედ იმის გამო, რომ ომი ავაცილეთ ქვეყანას და ამის გამო ვისჯებით.  ამას გააკეთებენ იმ ე.წ. გამიჯნულების მეშვეობით. 

- რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარეს, არ აქვს "ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერა?

- თუ დაუჭერდნენ მხარს, მაშინ "ქართულ ოცნებაში“ აღარ იქნებოდნენ, დაკარგავდენ ძალაუფლებას და ფინანსურ პრივილეგიებს, ამიტომაც არ დაესწრნენ კენჭისყრას, ხოლო ვინც დაესწრო, მან მხარი არ დაუჭირა. 

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ მისი არსებობის 73 წლის მანძილზე, პირველად მოიხსენია ქვეყანა, ამ შემთხვევაში, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. მათ შეეძლოთ გამოსულიყვნენ და ეთქვთ, რომ, მხარს დავუჭერთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას, მაგრამ ეს არ გააკეთეს. "ქართულმა ოცნებამ“ თითქოს "ორი კურდღელი დაიჭირა“ თავისთვის, რუსეთის მიმართ ლოიალობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როდესაც არ აღიარა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და მეორე, მიხეილ სააკაშვილი ასევე არ აღიარა პოლიტპატიმრად.  

- როგორ ფიქრობთ,  ეს ფაქტი შეცვლის თუ არა „ქართული ოცნების“ მიმართ მისი  მხარდამჭერების პოზიციას?

- პრობლემა ისაა, რომ ვინც იყო "ქართული ოცნების“ მომხრე, ისინი სხვადასხვა მოსაზრებებით მაინც დარჩებიან "ოცნების" მხარდამჭერების რიგებში. საქმე ისაა, რომ ვიღაცას აწყობს დაიჯეროს "ქართული ოცნების“ განცხადებები.  კი არ სჯერათ,  მაგრამ აწყობთ, დაუჯერონ, რომ "ქართულ ოცნებასთან“ იყვნენ  და პრივილეგიები შეინარჩუნონ. მეორე ნაწილია,  რომელიც ამას ბრიყვულად იჯერებს. რა უნდა გააკეთოს კიდევ „ქართულმა ოცნებამ“, რომ აზრი შეიცვალონ?  მაგრამ არის კატეგორია ხალხის, რომელსაც მისი მაინც სჯერა. გვინდა თუ არა,  ეს ადამიანებიც ერთ ბიულეტენს აგდებენ საარჩევნო ურნებში. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები