გიგი კალანდაძე - უკრაინის შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დასავლეთის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ნაწილი უკვე წინა ხაზზეა. 

"თავდაცვის სამინისტრო ამ კონკრეტულ შეიარაღებაზე,  რომელიც უკვე წინა ხაზზეა, გარკვეული ხნის შემდეგ აცხადებს. დასავლური ტექნიკა ძალიან გვეხმარება.  დასავლურმა საარტილერიო საშუალებებმა,  რომელმაც ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა საჰაერო უზრუნველყოფის მხრივ, სულ ჩამოშალა რუსეთის საბრძოლო უზრუნველყოფა. 

ეს არის კომპლექსური წინააღმდეგობა დასავლეთთან ერთად.  უკრაინა იგერიებს რუსეთის ამ ფართომასშტაბიან შემოტევას.

ქართველების  ბატალიონის მეთაურის ზურაბ ჩიხლაძის დიდი  ძალისხმევით გათავისუფლდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი. მინდა გავამხნევო ყველა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერია,  როგორც არასოდეს“, - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები