ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველო ახლა ძალიან ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. რას გულისხმობს ეს ჩანაწერი  და რა პერსპექტივა უჩნდება საქართველოს სამხრთ კავკასიაში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად, ამ საკითხებზე Front News-ს ანალიტიკური ორგანიზაციის “ჯეოქეისი“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი ესაუბრა. 

 - ისეთი ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტში, როგორიცაა აშშ, საქართველოზე ჩანაწერი მიანიშნებს იმას, რომ აშშ დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს, გულშემატკივრობს მას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩანაწერი გულისხმობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც გულისხმობს  ინსტიტუციურ გაძლიერებას და დემოკრატიული რეფორმების გატარებას. ამ ყველაფერში აშშ-ის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მალე შევძლებთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით აღებული.  ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით აშშ-ის გამოცდილების გაზიარება,  მატერიალური თუ ადამიანური რესურსების გამოყენება ძალიან წაგვადგება ამ გზაზე. 

- აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერით საქართველო უკვე 3 ათეული წელია, სარგებლობს, ამ დოკუმენტში რა არის ის, რაც სიახლეს წარმოადგენს? 

- უკრაინის ომმა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ზოგადად, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე და მსოფლიო წესრიგზე.  დაწყებულია არსებული სისტემის გადახედვის პროცესიც, შესაბამისად, ამ დოკუმენტში არის ბევრი საინტერესო სიახლე. რაც ჩვენ გვეხება, ეს არის  ჩანაწერი აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობის შესახებ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოგვარების პროცესში. აშშ-ის ძალისხმევა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებასთან თუ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. 

- ცხადია, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლის შესუსტებამ ბიძგი მისცა ახალ პროცესებს, რა იცვლება ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და რა როლი აქვს  საქართველოს ამ პროცესში? 

- უკრაინაში  მიმდინარე ომმა ბევრი ცვლილება გამოიწვია საერთაშორისო სისტემაში, ეს ცვლილებები მომავალში კიდევ უფრო თვალნათელი იქნება. ზოგადად, სიმძიმის ცენტრმა შავი ზღვის რეგიონში გადმოინაცვლა.რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთმა უკვე დაკარგა მედიატორისა და მომრიგებლის როლი. რეალურად, რუსეთის მიმართ ნდობა უკვე განულებულია.  აშკარაა, რომ მისი გავლენები ნელ-ნელა მცირდება, როგორც ჩვენს, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონში. რა თქმა უნდა,  ეს ჩვენ გვიხსნის შესაძლებლობების ფანჯარას, რომ ამ რეგიონულ ქარიშხალში ჩვენი როლი გავზარდოთ. 

პრაღაში გაჟღერებული ილჰამ ალიევის ინიაციატივა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით ახალი სამშვიდობო  ფორმატის შექმნის შესახებ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამას.  უნდა აღინიშნოს, რომ ადრეც იყო ამაზე საუბარი, ოღონდ არა ფორმატის სახით, არამედ საქართველოს, როგორც  ფასილიტატორისა და მედიატორის როლთან დაკავშირებით. ამის მაგალითია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ. ასევე, მნიშნელოვანი იყო სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოშიც. 

საქართველო ძალიან ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება ახლა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან და კარგი ურთიერთობები სომხეთთან. ამ სამ ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობები,  შემიძლია გითხრათ, რომ არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ასე დინამიური ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია. საქართველოს ნდობის ფაქტორი ძალიან მაღალია როგორც ბაქოში, ასევე ერევანში.  შესაბამისად საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და  მედიაცია გაუწიოს ამ კონფლიქტის მოგვარებას,  შესაბამისად, თავისი, როგორც რეგიონული მოთამაშის როლი გაზარდოს. ვფიქრობ, რომ ამ ფორმატს აქვს მომავალი. რუსეთის გავლენა იკლებს, მაგრამ საქართველოს აქვს უნარი, ეს პროცესი წარმართოს, უზრუნველყოს მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. 

- რას იტყვით  თურქეთის როლზე ამ პროცესში?

- თურქეთი მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი  შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, თუმცა სამხრეთ კავკასიას როდესაც ეხება საქმე, აქ მედიაციის წარმართვის უპირატესობა საქართველოს აქვს. თურქეთს, ისევე  როგორც აზერბაიჯანს, ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს  სომხეთთან. როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი მიდიოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველო დანის პირზე გადიოდა, რომ არცერთი მხარისთვის არ ეწყენინებინა. შეძლო კიდეც ეს ეფექტური დიპლომატიური ლავირებით, ისე, რომ ორივე მხარის ნდობა შეენარჩუნებინა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისა და ნატო-სკენ და კარგი ურთიერთობები აქვს დასავლეთთან, მომავალში შესაძლოა, გახდეს დამაკავშირებელი აზერბაიჯანს, სომხეთსა და დასავლეთს შორის. 

- რას იტყვით იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე,  რომელიც ბოლო პერიოდში გაჩაღდა საქართველოში და რამდენას უქმნის ეს საფრთხეს დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობას? 

- არ მგონია, ცალკეული ჯგუფების განცხადებებმა გავლენა  მოახდინოს ამ ურთიერთობებზე. თუნდაც ის ფაქტი, რომ უკვე აშშ-ის  ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს საკითხი ჩაწერილია, ეს ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენი ურთიერთობების სიმყარის შეუქცევადობას. 

ირინა მაკარიძე

Front News

უახლესი ამბები